Wednesday, July 13, 2016

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგის  მე-9 დღეს შევაჯამეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალები. დავახარისხეთ დავახარისხეთ და გავაკეთეთ დასკვნები, ბლოგზე ავტვირთეთ პროექტი და მოვახდინეთპრეზენტაცია.
ამ დღეების განმავლობაში საქმიანი ურთიერთობა გვქონდა ქალბატონ ეკა სამურკასოვთან  და დიდი მადლობა მას ყოველი საათისათვის.

ვაზი და გლეხკაცი

Tuesday, July 12, 2016

ტრენინგის მე-8 დღე

                           
გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ვისაუბრეთ სასწავლო რესურსებზე,თუ რა ტექნიკური რესურსი მჭირდება პროექტის განსახორციელებლად.გავეცანით ბლოგის სტრუქტურას.

Friday, July 8, 2016

ტრენინგის მე- 7 დღე

დღევანდელ დღეს განვიხილეთ მოდული 5,-მოსწავლეთა პროექტების შეფასება,სადაც ყურადღება გავამახვილეთ განმავითარებელ შეფასებაზე და  მოსწავლეთა საჭიროებებზე.საუბარი გვქონდა დიფერენცირებულ სწავლებაზე,სადაც გავითვალისწინეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები,რომელიც აქტუალური და აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად.

ტრენინგის მე-6 დღე

შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ჩამოვაყალიბეთ შეფასების კრიერიუმები
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი წარმოვადგინეთ ელექტრონული გაზეთის სახით..

Sunday, July 3, 2016

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგის მე-5 დღეს გავეცანით უკუკავშირის ფორმის ნიმუშს,ვისაუბრეთთუ რა რჩევები შეიძლება მივცეთ კოლეგებს უკუკავშირის სახით(ვიწყებთ პოზიტივით) შევქმენით პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ დრაივზე  და ბლოგზე და განვიხილეთ საავტორო უუფლებები. შევქმენით ჩემი პროექტისათვის შესაბამისი ფაილი.

ვაზი და გლეხკაცი

Saturday, July 2, 2016

ტრენინგის მე-4 დღე.

დღევანდელ დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,გავარჩიეთ დეტალურად ,შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისთვის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები,განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები და გავწერეთ პროეტის გეგმაში.ბოლოს შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.

Friday, July 1, 2016

ტრენინგის მე-3 დღე

              ტრენინგის მე-3 დღეს დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.პირველ რიგში,გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული  შედეგები,რომელთა მიღწევაც მსურდა.პროექტის ეფექტურად დაგეგმვისათვის,ავირჩიე სტანდარტები და განვსაზღვრე, საგნის სტანდარტის  რომელი შედეგის /ინდიკატორის მიღწევა და შეფასება მსურდა ჩემი თემის ფარგლებში.