გაკვეთილის გეგმები

                                                                                                                             
გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
 დავიცვათ გარემო
საგანი
 ბუნება
მასწავლებელი
 თამილა ხელიძე
სწავლების საფეხური,კლასი
 დაწყებითი საფეხური,II კლასი
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
 პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება
გაკვეთილის ხანგრძლივობა
 40 წთ.
მოსწავლეთა პროფილი
 კლასში არის11 მოსწავლე,სსსმ მოსწავლე არ არის
სასწავლო მიზნები
 მოსწავლეები შეძლებენ:
1.       გარემოს დანაგვიანების შედეგად შექმნილი საფრთხეების დასახელებას.
2.       გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვას.
3.       სხეულებისა და მოვლენების ამოცნობას,აღწერას და დახარისხებას ილუსტრაციებსა და რეალობაში.
4.       კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებას.
5.       ჯანმრთელობაისთვის სუფთა გარემოს აუცილებლობაზე მსჯელობას.
6.       ნარჩენების მეორადი გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და მსჯელობა.
წინარე ცოდნა
 მოსწავლეს შეუძლია გაარჩიოს ერთმანეთისაგან სუფთა და დაბინძურებული გარემო.იმსჯელოს დაბინძურებული გარემოს შედეგების შესახებ.შეუძლია დისკუსიაში ჩართვა,ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი მნიშვნელოვანი იქნება იმ მხრივ,რომ ზრდის მოსწავლის მოტივაციას,აღწერს და ახარისხებს სხეულებს,გამოყოფს ადამიანისთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტთა ჯგუფებს,მსჯელობს გარემოს მნიშვნელობაზე მისი ჯანმრთელობისთვის,რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მდინარის,ტყის,საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურებამ.
კავშირი ე.ს.გ.-სთან
ბუნ.II.1.მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში
         მონაწილეობა და ელემენტალური კვლევითი
         უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.II.3.მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს
         მნიშვნელობაზე მსჯელობა.
ბუნ.II.5.მოსწავლემ უნდა შეძლოს სხეულის და მისი    
         შემადგენელი ნივთიერების / მასალის თვისებების
         დაკავშირება ამ სხეულის დანიშნულებასთან.
ბუნ.II.7.მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში
          გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და
             მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.
                                                
სასწავლო რესურსი
ფორმატის ფურცლები,ფერადი ფანქრები,კომპიუტერი,პროექტორი,ფილმი დაბინძურებული გარემოს შესახებ,სახელმძღვანელო.
გაკვეთილის მსვლელობა



                      აქტივობა 1. 2 წთ.
           საორგანიზაციო საკითხის მოგვარება

მასწავლებელი ამოწმებს კლასში მოსწავლეთა სწრებადობას.გამოკითხავს მათ რა დღეა,რა რიცხვია,რა გაკვეთილი აქვთ,როგორია მათი განწყობა.


                     აქტივობა 2.  2წთ.
       გაკვეთილის მიზნისა და შეფასების პრინციპების
                        გაცნობა

   მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს,რომელი მეთოდებისა და რესურსების გამოყენებით მოხდება მიზნის მიღწევა,რა მოლოდინი აქვთ მას გაკვეთილის ბოლოს,გააცნობს მოსწავლეებს აქტივობებს და მოსწავლის შეფასების რუბრიკას.


                    აქტივობა 3     7წთ.
  
               საკლასო დისკუსია

    მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორის გამოყენებით უჩვენებს ფილმს,რომელშიც ასახულია დაბინძურებული გარემო,მასწავლებელი წარმართავს დისკუსიას შემდეგი კითხვების გამოყენებით:
  -რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს დაბინძურებულმა გარემომ?
  -რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ცხოველებს დაბინძურებულმა გარემომ?


                   აქტივობა 4     8წთ.
    
             სახელმძღვანელოზე მუშაობა

    სახელმძღვანელოში მოცემულია ოთხი სურათი:როგორ იქექება ცხოველი ნიადაგში,ქალაქში უადგილო ადგილას დაყრილ ნაგავში ბავშვი თამაშობს,ჰაერის დაბინძურება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი.მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფურცლებს და სთხოვს დაწერონ თავიანთი მოსაზრება მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვაზე:
  -ვის ან რას ელის საფრთხე სახელმძღვანელოში მოცემული ნახატების მიხედვით,შემდეგ სურვილისამებრ რამდენიმე მოსწავლე აღწერს დანაგვიანების სახეებს,რომლებიც ადამიანებსა და ცხოველებს ემუქრებათ.
  მასწავლებელი კლასს უსვამს შემდეგ შეკითხვებს:
  -ნაგავში საკვების ქექვის დროს შეიძლება თუ არა დაზიანდეს ცხოველი და როგორი შეიძლება იყოს ეს დაზიანება?

                   აქტივობა 5  7წთ.

                  დისკუსია

    მასწავლებელი დისკუსიის სახით მიმართავს კლასს და სვამს პრობლემურ კითხვას:
  -ვინ შეიძლება დააბინძუროს გარემო?
  -როგორ ფიქრობთ,შესაძლებელი არის თუ არა თავიდან ავიცილოთ ჰაერის,წყლის და საერთოდ გარემოს დაბინძურება?
  -არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
  -პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად.
  -როგორ ფიქრობთ,არის თუ არა გარემოს დაცვა თითოეული მოსწავლის მოვალეობა?

                  აქტივობა 6     9წთ.

              მუშაობა ჯგუფებში

    დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებისთვის ნათელი ხდება,რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსათვის,ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვას:
  -როგორ შეიძლება დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან?
 მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად გადაწყვეტენ,რომ გარემოს დაცვის ერთ-ერთი ხერხი არის ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნითა და ხალხმრავალ ადგილებში მათი გამოფენით.
 მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს სამ ჯგუფადდა სთხოვს მოიფიქრონ და შექმნან პლაკატებიდანაგვიანების საწინააღმდეგოდ.
   I-ჯგუფი შექმნის პლაკატს სოფლის ცენტრში გამოსაკრავად.
   II-ჯგუფი დაამზადებს პლაკატს სკოლის ეზოში სისუფთავის დასაცავად.
   III-ჯგუფი კი პლაკატს საკლასო ოთახში გამოაკრავს.
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და გადაწყვეტენ,რომ III-ჯგუფი პლაკატს გამოაკრავს საკლასო ოთახში პრეზენტაციის შემდეგ,ხოლო II და I ჯგუფები პლაკატებს გამოაკრავენ სკოლის ეზოში და სოფლის ცენტრში გაკვეთილების შემდეგ.

                     აქტივობა 7  3წთ.

              გაკვეთილის შეჯამება

   მასწავლებელი გაკვეთილის შესაჯამებლად სვამს კითხვებს და მოსწავლეებისაგან ღებულობს პასუხებს იმის შესახებ,თუ რა ისწავლეს, რა იყო მათთვის საინტერესო,ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაეცნონ გაკვეთილში მოცემულ რუბრიკას „დაიმახსოვრე“.

                   აქტივობა 8   2წთ.

             საშინაო დავალების მიცემა

    მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს სახლში შეასრულონ გაკვეთილის ბოლოს მოცემული სავარჯიშო-„დაასრულე წინადადებები შემდეგი სიტყვების გამოყენებით“
შეფასება
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას შეფასების რუბრიკის გამოყენებით.


                           ჯგუფის მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური,არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ,ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით





 გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
ერთობის ძალა

საგანი
ქართული ენა

მასწავლებელი
თამილა ხელიძე

სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური-IIკლასი

სამოდელო გაკვეთილის ტიპი
პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება

გაკვეთილის ხანგრძლივობა
40 წთ

გაკვეთილის ჩატარების დრო
31.05.2019წ

მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 11 მოსწავლე.სსსმ მოსწავლე არ არის

კლასის ორგანიზების ფორმები
საერთო საკლასო,ჯგუფური

სასწავლო მიზნები
                  მოსწავლეებმა შეძლონ:
                -ტექსტზე დაყრდნობით პერსონაჟის დახასიათება.
                -ტექსტში პრობლემის გამოკვეთა, მათი დაკავშირება ცხოვრებასთან და გადაჭრის გზების ძიება.
                 
                -თავისი დამოკიდებულების გამოხატვა ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენისადმი,პერსონაჟისადმი.               
                                                                                                  

წინარე ცოდნა
მოსწავლეებს შეუძლიათ მოვლენების თანმიმდევრობით დალაგება,არგუმენტირებული მსჯელობა,მოსმენის,მოვლენის აღწერისა და ანალიზის უნარები.

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ზრდის მოსწავლის მოტივაციას,მოსწავლე არის აქტიური,მუშაობს რეალური პრობლემის გადაჭრაზე,ზრდის მის პასუხისმგებლობას სწავლისადმი,მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას,პრობლემის გადაჭრაზე ფიქრს,მოსწავლე კრიტიკულად აფასებს  რა იცის,რა უნარ-ჩვევები აქვს და რა სჭირდება პრობლემის გადასაჭრელად,

კავშირი ე.ს.გ.-სთან
1.       ქართ.დაწყ.(I)2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული       სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა,გაგება-გააზრება და გადმოცემა.
2.       ქართ.დაწყ.(I). 3.მოსწავლემ  უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა
ტექსტის თემის,მასში განხილული საკითხების მიმართ,მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟების,მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
3.       ქართ.დაწყ.(I) 9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი
დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა,ტექსტის თემის და მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.

სასწავლო რესურსი
სახელმძღვანელო,კომპიუტერი,პროექტორი,სქემები,მარკერი
გაკვეთილის მსვლელობა

გაკვეთილის I ეტაპი


















  გაკვილის II ეტაპი























































































































გაკვეთილის III ეტაპი   
                                          აქტივობა 1. 2წთ.
                    საორგანიზაციო საკითხების მოგვარება

     მასწავლებელი კლასში შესვლისას მიესალმება მოსწავლეებს და ამოწმებს მოსწავლეთა სწრებადობას.მოსწავლეებს უქმნის  პირობებს იმისთვის,რომ აქტიურად ჩაერთონ გაკვეთილის მსვლელობის პროცესში.


                                                       აქტივობა 2.   2წთ.
                                   გაკვეთილის მიზნისა და შეფასების
                                              პრინციპების გაცნობა

       მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს.გაკვეთილზე გამოსაყენებელ რესურსებს და მეთოდებს.გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგებს,შეფასების რუბრიკასა და ფორმებს.შეახსენებს მოსწავლეთა ქცევის წესებს.


                                                    აქტივობა 3.  3წთ.
                                                     დისკუსია  

      წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი  ბუკისა და პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს უჩვენებს ფილმს,რომელშიც ასახულია კადრები ქართველ მეფეებზე,მთავრებსა და საქართველოს მტრებზე.მათ უსვამს კითხვებს:
  -რა ჰქვია ჩვენს სამშობლოს?
  -რა არის საქართველოს დედაქალაქი?
  -შეგიძლიათ დაასახელოთ ჩვენი ქვეყნის კუთხეები?
  - ვინ მართავდა საქართველოს ძველად?
  მასწავლებელი ისმენს მოსწავლეთა პასუხებს და აძლევს მათ დადებით  უკუკავშირს.


                                                  აქტივობა 4. 5წთ.
                                სახელმძღვანელოზე მუშაობა

   მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გადაშალონ ტექსტი „ერთობის ძალა“ . სათაურისა და ილუსტრაციის დაკვირვების შემდეგ გამოთქვან ვარაუდები თუ რას შეიძლება ეხებოდეს ტექსტი.ამისთვის მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს დიდ ფორმატზე გამზადებულ სქემას „ვარაუდების ღრუბელი“.

      მინიშნებები  სურათის მიხედვით                                           მინიშნებები I გვერდზე

I გვერდის მიხედვით მე  ვვარაუდობ ,რომ

ილუსტრაციის მიხედვით მე ვვარაუდობ,რომ
  



             

                                

                                                                   ჩემი ვარაუდი

მე ვფიქრობ ,რომ ეს ტექსტი იქნება
 







    რამდენიმე მოსწავლე სურვილის მიხედვით გამოდის დაფასთან და აფიქსირებს თავის მოსაზრებას.


                                                                   აქტივობა 5.  4წთ.

                                                  ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა

        მასწავლებელი მოსწავლეებს აკითხებს ტექსტს და გამოყოფს ლექსიკურ ერთეულებს,აძლევს მათ განმარტებას.
 ბრძენი ---ძალიან ჭკვიანი,გონიერი.
 ისრების კონა ---რამდენიმე ისარი ერთად შეკრული.                                                                                                

                                                  აქტივობა 6.   5წთ.
                                         ტექსტზე მუშაობა
     I -საჩვენებელი კითხვა. მასწავლებელი შესაბამისი ინტონაციით უკითხავს ტექსტს.
     II-ერთობლივი კითხვა.-მოსწავლე და მასწავლებელი ერთობლივად ხმამაღლა კითხულობენ ტექსტს.
     III-კითხვის მატარებელი-მოსწავლეები დგებიან რიგის მიხედვით და მასწავლებლის ნიშანზე აგრძელებენ კითხვას.


                                                          აქტივობა 7.  5წთ.

                                                „შეჯამების ვარსკვლავი“
მასწავლებელი დაფაზე აკრავს სქემას „შეჯამების ვარსკვლავი“
                                                                 1




                                5                                                              2






                                            4                                       3
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჩაწერონ:
1 სიტყვით  სათაური.
2 სიტყვით რა იგრძენი.
3 სიტყვით გარემოებები.
4 სიტყვით პრობლემა.
5 სიტყვით პრობლემის გადაწყვეტა.
მოსწავლეები ავსებენ „შეჯამების ვარსკვლავს“,გამოიკვეთა პრობლემა-ცალ-ცალკე მდგომი კუთხეები მტრებისთვის ადვილი დასაპყრობია.პრობლემის გადაწყვეტა- ერთ მუშტად შეკრული,ერთად დგომით მტერი ვერაფერს დაგვაკლებს.
 მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ ქართული ანდაზა,რომელიც „ერთობის ძალას“ მიესადაგება:
  „ძალა ერთობაშია“

                                           აქტივობა 7.  5წთ
                                           დისკუსია
  
        მასწავლებელი გამართავს დისკუსიას არსებული პრობლემის-ცალ-ცალკე მდგომი კუთხეები მტრებისთვის ადვილი დასაპყრობია შესახებ,სვამს ისეთ შეკითხვებს,რომლებიც მოსწავლეებისგან მოითხოვს დასაბუთებას და მტკიცებულებების მოყვანას,უბიძგებს კრიტიკული აზროვნებისკენ.
  -რა იყო ძლიერი საქართველოს მეფის მთავარი საფიქრალი?
  -რატომ დაიბარა მეფემ სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლები?
  -რატომ მოატანინა მეფემ ისრების შეკვრა?
  -რატომ ვერ გადატეხეს მთლიანი შეკვრა ?
  -რატომ გადატეხეს თითო-თითოდ ისრები?
  -ხშირად იყო თუ არა საქართველო მსგავსი პრობლემის წინაშე?
  მასწავლებელი სვამს პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ კითხვას:
   -თქვენი აზრით რა გზებით იყო შესაძლებელი პრობლემის მოგვარება?
  შემაჯამებელი კითხვები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს კიდევ ერთხელ გაამახვილონ ყურადღება ტექსტში მოცემულ პრობლემაზე,იმსჯელონ მის გამომწვევ მიზეზებზე და გამოიტანონ დასკვნა.


                                         აქტივობა 8.  5წთ.
                              
                                      ჯგუფური მუშაობა.
    მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად,(3 ჯგუფი) სვამს პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ კითხვას:თქვენი აზრით რა გზებით არის შესაძლებელი პრობლემის მოგვარება?
 მოსწავლეებს ურიგებს ფურცლებს და სთხოვს ჩამოწერონ პრობლემის მოგვარების გზები,მოსწავლეები მსჯელობენ ჯგუფებში და მუშაობის დასრულების შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას.



                                           აქტივობა 9. 2წთ.

                        გაკვეთილის შეჯამება/შეფასება

    გაკვეთილის შეჯამების მიზნით მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და ასაუბრებს მოსწავლეებს იმის შესახებ თუ რა ისწავლეს დღეს, რა გაუჭირდათ, რა იყო საინტერესო, რა გაიგეს ახალი,მოსწავლეებიდან წამოსული მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი აძლევს მათ განმავითარებელ შეფასებას.


                                         აქტივობა 10.  2წთ.
                   
                                 საშინაო დავალება
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს საქართველოს კუთხეებიდან შეარჩიონ ერთ-ერთი,მოიძიონ მასზე საინტერესო ინფორმაცია და გააცნონ თანაკლასელებს.





                         



                                                                                                                     


                                            შეფასების რუბრიკა

 აქტივობის სახე და შეფასების ინდიკატორი

ყოველთვის  

უმეტეს შემთხვევაში

ზოგჯერ

არასდროს
მოსწავლეს შეუძლია წაკითხული ტექსტის ადეკვატურად აღქმა,კითხვებზე პასუხის სწორად გაცემა,პრობლემის ამოცნობა და დასკვნების გაკეთება.




მოსწავლეს შეუძლია პრობლემის გადაჭრის გზების ძიების დროს საკუთარი აზრის წარმოდგენა და გადმოცემა.




მოსწავლე აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში,გამოთქვამს თავის აზრს კონსტრუქციულად,შეუძლია დათმობაზე წასვლა ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე.





                                                                     გაკვთილის გეგმა



გაკვეთილის თემა
ათეულების დამატება და გამოკლება
საგანი/ინტეგრირებული საგანი
მათემატიკა: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მასწავლებელი
თამილა ხელიძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური/II კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 11 მოსწავლე.სსსმ მოსწავლე არ არის
სასწავლო მიზნები
  მოსწავლეებმა განივითარონ გამოთვლითი უნარ-ჩვევები,დაეუფლონ ზეპირი ანგარიშის ხერხებს ერთეულების და ათეულების დემონსტრირების გამოყენებით,შეძლონ მისი გამოყენება ათეულების შეკრება-გამოკლებისას.
  მოსწავლეებმა შეძლონ ცივი და თბილი ფერების გამოყენება პასუხების დასაფიქსირებლად.ცისარტყელას ფერების განსაზღვრა და გამოყენება.
წინარე ცოდნა
  მოსწავლეებმა იციან შეკრება-გამოკლება 100-ის ფარგლებში.შეუძლიათ მათემატიკური მოქმედებების დემონსტრირება თვალსაჩინოებების გამოყენებით.
   მოსწავლეებს  შეუძლიათ ცივი და თბილი ფერების,ცისარტყელას ფერების ამოცნობა.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
 გაკვეთილი მნიშვნელოვანი იქნება იმ მხრივ,რომ განსაკუთრებით ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას,მოსწავლე ჩართულია აქტიურ სწავლაში,მუშაობს თვალსაჩინოების გამოყენებით,რის შედეგაც სწავლა უფრო საინტერესო და სახალისო ხდება,მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს მათემატიკიდან სახვით ხელოვნებაში,განივითარებენ დაკვირვების უნარს,ლოგიკურ აზროვნებას,შეძლებენ საკუთარი აზრის დასაბუთებას.
კავშირი ესგ-სთან
  მათ.II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა,რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
   შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  . სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს,ასაბუთებს ან ადგენს მოქმედების შედეგს.
  . ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას.
   ს.გ.II.1. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
   ს.გ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
     
სასწავლო რესურსი
მასწავლებლის მიერ შესრულებული ილუსტრაციები,დაფა,ცარცი,სახელმძღვანელო,ათეულების სვეტი,ერთეულების კუბები,ასეულების კედელი,ფერადი ფანქრები.
გაკვეთილის მსვლელობა
                                  აქტივობა   1        (2წთ)
                                     
                                     დღის მესიჯი

   მასწავლებელი კლასში შესვლისას მიესალმება მოსწავლეებს და სთხოვს მორიგეს შეავსოს „ დღის მესიჯი“. მასწავლებელი  წინასწარ დაფაზე ამზადებს „დღის მესიჯის“ ქარგას, რომელშიც გამოტოვებულია სიტყვები/ფრაზებიმორიგე გაკვეთილის დასაწყისში,შეავსებს გამოტოვებულ ადგილებს,მოსწავლეები დაასახელებენ რა რიცხვია დღეს,რა დღეა,რა გაკვეთილი გვაქვს ახლა,როგორია ჩვენი განწყობა,რამდენი მოსწავლე ესწრება გაკვეთილს,როგორი ამინდია გარეთ.



                                     აქტივობა    2      (3წთ)


                           გაკვეთილის მიზნისა და შეფასების
                                  პრინციპების გაცნობა


      მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს,თუ რა მეთოდებსა და რესურსებს გამოიყენებს მიზნის მისაღწევად, რა შედეგს ელის გაკვეთილის ბოლოს,აქტივობებს და მოსწავლის შეფასების რუბრიკას,შეფასების ფორმებს,მასწავლებელი ისმენს მოსწავლეთა მოსაზრებებს და უსვამს ხაზს,რომ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით,მოვუსმინოთ ერთმანეთს.მოსწავლეები გაიხსენებენ ქცევის წესებს.

                                 აქტივობა     3        (5წთ)
                      საშინაო დავალების მიმოხილვა
      

        მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეახსენონ რა ჰქონდათ დავალებად მიცემული.
 ერთი მოსწავლე წერს დაფაზე ამოხსნას,დანარჩენი მოსწავლეები ადარებენ თავიანთ პასუხებს და „დიახ“-„არა“ ბარათების გამოყენებით აფიქსირებენ თავიანთ პასუხებს..
მასწავლებელი აწვდის კონსტრუქციულ უკუკავშირს.


                                   აქტივობა      4     (5წთ)
                 
                                 ცხრილზე  მუშაობა

       მასწავლებელი დაფაზე გააკრავს მის მიერ წინასწარ გამზადებულ ცხრილს,რომლებშიც ჩაწერილია ერთეულები,მოსწავლეებმა უნდა იპოვონ მათი ჯამი და სხვაობა.მასწავლებელი მოსწავლეებს იძახებს დაფასთან და სთხოვს შეავსონ ცხრილი.აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გამოკვეთონ წინარე ცოდნა.ისინიადვილად შეძლებენ ათეულების შეკრება-გამოკლებას100-ის ფარგლებში.

                                  

                                     აქტივობა     5  (5წთ)


       მასწავლებელს შემოაქვს სამანიპულაციო მოდელი-„კედელი,სვეტი,კუბი“. მასწავლებელი ასახელებს ათეულს და ერთეულს და სთხოვს მოსწავლეებს შეუსაბამონ სამანიპულაციო მოდელი,შემდეგ გამოაკლონ და მიუმატონ მის მიერ დასახელებული ათეულები და ერთეულები,შედეგი დაასახელონ.ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა თავად შეძლონ ახალი ცოდნის აგება.მასწავლებელი მოსწავლეებს შეეკითხება თუ რამდენი სვეტისა და კვადრატისაგან შედგება I და II შესაკრები და რამდენი სვეთი და კვადრატი მივიღეთ ჯამში.იგივე მეთოდით მოხდება გამოკლების შემთხვევაშიც.ბოლოს მასწავლებელი სთხოვს შეკრიბონ 10 სვეტი,ჯამი რამდენი იქნება? 10 სვეტისგან მივიღეთ თუ არა ერთი კედელი? რამდენი ათეულია 1 კედელი?



                                     აქტივობა    6      (3წთ)

                                  „ ცისარტყელას ფერები“


     მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ რამდენი ფერისაგან შედგება ცისარტყელა, ჩამოთვალონ ეს ფერები.ხომ არ შეუძლიათ გაიხსენონ ლეგენდა თუ როგორ გაჩნდა ცისარტყელა, შემდეგ აძლევს მითითებას, რომ ცისარტელას ერთი ფერი ჩათვალონ ერთ ათეულად და სვამს კითხვებს: რამდენი ათეულისაგან შედგება ცისარტყელა? რას უდრის ცისარტყელას ფერთა ჯამი?



                                  აქტივობა   7    (10წთ)

                                  ცივი და თბილი ფერები“

      მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს დაწყვილდნენ სურვილისამებრ,რათა შეასრულონ წერითი სამუშაო.მანამდე კი სთხოვს გაიხსენონ ცივი და თბილი ფერები.მოსწავლეები სავარაუდოდ გაიხსენებენ და დაასახელებენ ფერებს. ამის შემდეგ მასწავლებელი მათ აჩვენებს მის მიერ გამზადებულ პოსტერს „ცივი და თბილი ფერები“. ეს პოსტერი მათ დაეხმარებათ დავალების სრულყოფილად შესრულებაში.მოსწავლეებს ურიგდებათ  გასაფერადებელი სურათები,რომელზეც დატანებულია ათეულების შეკრება - გამოკლების მაგალითები.მოსწავლეებმა უნდა ამოხსნან ეს მაგალითები, მიღებული პასუხების შესაბამისად გააფერადონ „ცივი და თბილი ფერებით“,მოსწავლეებმა წინასწარ იციან მიღებული პასუხები შესაბამისად რომელი ფერით უნდა გააფერადონ.


                                    აქტივობა   8  (3წთ)

                                       პრეზენტაცია

        წყვილები აკეთებენ ნამუშევრის პრეზენტაციას და განხილვას,მასწავლებელი აკვირდება შერჩეულ მოსწავლეებს,უწევს დახმარებას ყველა წყვილს გაუგებრობის შემთხვევაში.


                                     აქტივობა  9   (2წთ)

                              გაკვეთილის შეჯამება /  შეფასება

    გაკვეთილის შესაჯამებლად მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და ასაუბრებს მოსწავლეებს იმის შესახებ, თუ რა ისწავლეს დღეს,როგორ იმუშავეს,რა იყო პრობლემა, რამ გაახალისათ,მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეებს,აძლევს მათ განმავითარებელ შეფასებას.


                                     აქტივობა     10      2წთ.

                                  საშინაო დავალების მიცემა

     მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გადაშალონ  II კლასის აქტივობის რვეულები და ნახონ „ათეულების შეკრება - გამოკლება“, მათ აძლევს შესაბამის ინსტრუქციას და სთხოვს რომ საშინაო დავალებად შეასრულონ  N 1, 2, 3 სავარჯიშოები.
                           

                                   

                                                            შეფასების  რუბრიკა


კრიტერიუმები
       კარგი
 საშუალო
  დაბალი
 მოსწავლე დაეუფლა ათეულების შეკრება-გამოკლების ხერხებს
 სწორად დაეუფლა ათეულების შეკრება-გამოკლების ხერხებს
 მცირედი ხარვეზებით დაეუფლა ათეულების შეკრება-გამოკლების ხერხებს
 მნიშვნელოვანი ხარვეზებით დაეუფლა ათეულების შეკრება-გამოკლების ხერხებს
 მოსწავლემ შეძლოცივი და თბილი ფერების გამოყენება მაგალითების პასუხების დასაფიქსირებლად
 სწორად შეძლო ცივი და თბილი ფერების გამოყენება მაგალითების პასუხების დასაფიქსირებლად
 მცირედი ხარვეზებით შეძლო ცივი და თბილი ფერების გამოყენება მაგალითების პასუხების დასაფიქსირებლად
 მნიშვნელოვანი ხარვეზებით შეძლო ცივი და თბილი ფერების გამოყენება მაგალითების პასუხების დასაფიქსირებლად




გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
 დავიცვათ გარემო
საგანი
 ბუნება
მასწავლებელი
 თამილა ხელიძე
სწავლების საფეხური, კლასი
 დაწყებითი საფეხური,II კლასი
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
 პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება
გაკვეთილის ხანგრძლივობა
 40 წთ.
მოსწავლეთა პროფილი
 კლასში არის11 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ არის
სასწავლო მიზნები
 მოსწავლეები შეძლებენ:
1.       გარემოს დანაგვიანების შედეგად შექმნილი საფრთხეების დასახელებას.
2.       გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვას.
3.       სხეულებისა და მოვლენების ამოცნობას,აღწერას და დახარისხებას ილუსტრაციებსა და რეალობაში.
4.       კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებას.
5.       ჯანმრთელობაისთვის სუფთა გარემოს აუცილებლობაზე მსჯელობას.
6.       ნარჩენების მეორადი გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და მსჯელობა.
წინარე ცოდნა
 მოსწავლეს შეუძლია გაარჩიოს ერთმანეთისაგან სუფთა და დაბინძურებული გარემო.იმსჯელოს დაბინძურებული გარემოს შედეგების შესახებ.შეუძლია დისკუსიაში ჩართვა,ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი მნიშვნელოვანი იქნება იმ მხრივ,რომ ზრდის მოსწავლის მოტივაციას,აღწერს და ახარისხებს სხეულებს,გამოყოფს ადამიანისთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტთა ჯგუფებს,მსჯელობს გარემოს მნიშვნელობაზე მისი ჯანმრთელობისთვის,რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მდინარის,ტყის,საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურებამ.
კავშირი ე.ს.გ.-სთან
ბუნ.II.1.მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში
         მონაწილეობა და ელემენტალური კვლევითი
         უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.II.3.მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს
         მნიშვნელობაზე მსჯელობა.
ბუნ.II.5.მოსწავლემ უნდა შეძლოს სხეულის და მისი    
         შემადგენელი ნივთიერების / მასალის თვისებების
         დაკავშირება ამ სხეულის დანიშნულებასთან.
ბუნ.II.7.მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში
          გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და
             მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.
                                                
სასწავლო რესურსი
ფორმატის ფურცლები,ფერადი ფანქრები,კომპიუტერი,პროექტორი,ფილმი დაბინძურებული გარემოს შესახებ,სახელმძღვანელო.
გაკვეთილის მსვლელობა



                      აქტივობა 1. 2 წთ.
           საორგანიზაციო საკითხის მოგვარება

მასწავლებელი ამოწმებს კლასში მოსწავლეთა სწრებადობას.გამოკითხავს მათ რა დღეა,რა რიცხვია,რა გაკვეთილი აქვთ,როგორია მათი განწყობა.


                     აქტივობა 2.  2წთ.
       გაკვეთილის მიზნისა და შეფასების პრინციპების
                        გაცნობა

   მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს,რომელი მეთოდებისა და რესურსების გამოყენებით მოხდება მიზნის მიღწევა,რა მოლოდინი აქვთ მას გაკვეთილის ბოლოს,გააცნობს მოსწავლეებს აქტივობებს და მოსწავლის შეფასების რუბრიკას.


                    აქტივობა 3     7წთ.
  
               საკლასო დისკუსია

    მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორის გამოყენებით უჩვენებს ფილმს,რომელშიც ასახულია დაბინძურებული გარემო,მასწავლებელი წარმართავს დისკუსიას შემდეგი კითხვების გამოყენებით:
  -რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს დაბინძურებულმა გარემომ?
  -რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ცხოველებს დაბინძურებულმა გარემომ?


                   აქტივობა 4     8წთ.
    
             სახელმძღვანელოზე მუშაობა

    სახელმძღვანელოში მოცემულია ოთხი სურათი:როგორ იქექება ცხოველი ნიადაგში,ქალაქში უადგილო ადგილას დაყრილ ნაგავში ბავშვი თამაშობს,ჰაერის დაბინძურება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი.მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფურცლებს და სთხოვს დაწერონ თავიანთი მოსაზრება მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვაზე:
  -ვის ან რას ელის საფრთხე სახელმძღვანელოში მოცემული ნახატების მიხედვით,შემდეგ სურვილისამებრ რამდენიმე მოსწავლე აღწერს დანაგვიანების სახეებს,რომლებიც ადამიანებსა და ცხოველებს ემუქრებათ.
  მასწავლებელი კლასს უსვამს შემდეგ შეკითხვებს:
  -ნაგავში საკვების ქექვის დროს შეიძლება თუ არა დაზიანდეს ცხოველი და როგორი შეიძლება იყოს ეს დაზიანება?

                   აქტივობა 5  7წთ.

                  დისკუსია

    მასწავლებელი დისკუსიის სახით მიმართავს კლასს და სვამს პრობლემურ კითხვას:
  -ვინ შეიძლება დააბინძუროს გარემო?
  -როგორ ფიქრობთ,შესაძლებელი არის თუ არა თავიდან ავიცილოთ ჰაერის,წყლის და საერთოდ გარემოს დაბინძურება?
  -არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
  -პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად.
  -როგორ ფიქრობთ,არის თუ არა გარემოს დაცვა თითოეული მოსწავლის მოვალეობა?

                  აქტივობა 6     9წთ.

              მუშაობა ჯგუფებში

    დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებისთვის ნათელი ხდება,რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსათვის,ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვას:
  -როგორ შეიძლება დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან?
 მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად გადაწყვეტენ,რომ გარემოს დაცვის ერთ-ერთი ხერხი არის ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნითა და ხალხმრავალ ადგილებში მათი გამოფენით.
 მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს სამ ჯგუფადდა სთხოვს მოიფიქრონ და შექმნან პლაკატებიდანაგვიანების საწინააღმდეგოდ.
   I-ჯგუფი შექმნის პლაკატს სოფლის ცენტრში გამოსაკრავად.
   II-ჯგუფი დაამზადებს პლაკატს სკოლის ეზოში სისუფთავის დასაცავად.
   III-ჯგუფი კი პლაკატს საკლასო ოთახში გამოაკრავს.
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და გადაწყვეტენ,რომ III-ჯგუფი პლაკატს გამოაკრავს საკლასო ოთახში პრეზენტაციის შემდეგ,ხოლო II და I ჯგუფები პლაკატებს გამოაკრავენ სკოლის ეზოში და სოფლის ცენტრში გაკვეთილების შემდეგ.

                     აქტივობა 7  3წთ.

              გაკვეთილის შეჯამება

   მასწავლებელი გაკვეთილის შესაჯამებლად სვამს კითხვებს და მოსწავლეებისაგან ღებულობს პასუხებს იმის შესახებ,თუ რა ისწავლეს, რა იყო მათთვის საინტერესო,ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაეცნონ გაკვეთილში მოცემულ რუბრიკას „დაიმახსოვრე“.

                   აქტივობა 8   2წთ.

             საშინაო დავალების მიცემა

    მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს სახლში შეასრულონ გაკვეთილის ბოლოს მოცემული სავარჯიშო-„დაასრულე წინადადებები შემდეგი სიტყვების გამოყენებით“
შეფასება
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას შეფასების რუბრიკის გამოყენებით.


                           ჯგუფის მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური,არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ,ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით


No comments:

Post a Comment